loader

ივანიშვილის რა განცხადებას უწოდა "ვაჟკაცური სიტყვები" მედვედევმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანიშვილის რა განცხადებას უწოდა "ვაჟკაცური სიტყვები" მედვედევმა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გაღვივებაში დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია, ვაჟკაცურს უწოდებს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა Russia Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, მაღალ შეფასებას აძლევს.

"საკმარისია გავიხსენოთ, რა თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მან ხომ სიმართლე თქვა: "ეს თქვენ მოახდინეთ ყველაფრის პროვოცირება და გააღვივეთ კონფლიქტი". ალბათ, მისთვის რთული იყო ამის თქმა, თუმცა, ეს ვაჟკაცური სიტყვებია", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

იხილეთ: 2008 წლის აგვისტოში ბოლო მომენტამდე ვიმედოვნებდი, რომ სააკაშვილი შეჩერდებოდა - დიმიტრი მედვედევი