loader

პატრიარქი გერმანიაში მოკლე სარეაბილიტაციო კურსს გაივლის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი გერმანიაში მოკლე სარეაბილიტაციო კურსს გაივლის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში გაემგზავრა. პატრიარქი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასულიერო პირებმა და მრევლმა გააცილეს. უწმინდესს გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც ჟურნალისტებს პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ განუცხადა, პატრიარქი შტუტგარტის ერთ-ერთ კლინიკაში მოკლე სარეაბილიტაციო კურსს გაივლის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში 17 აგვისტოს დაბრუნდება.