loader

ქართველი და რუსი ჟურნალისტები ლუგარის ლაბორატორიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი და რუსი ჟურნალისტები ლუგარის ლაბორატორიაში

ტელეკომპანია "რასიას" გადამღები ჯგუფი თბილისში, ლუგარის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის შესახებ რეპორტაჟს ამზადებს. რუს რეპორტიორებთან ერთად, ლაბორატორიაში რამდენიმე ქართული მედიასაშუალებაც დაუშვეს, რომლებიც ლაბორატორიულ კვლევებსა და საცავებს გაეცნენ.

რუსმა რეპორტიორებმა გაოცება ვერ დამალეს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობისგან მიღებული ამომწურავი ინფორმაციის გამო. ტელეკომპანია "რასიას" რეპორტიორის, ალექსანდრე რაგატკინის თქმით, ნანახითა და მის მიერ დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხებით აღფრთოვანებულია.

ლაბორატორიაში უახლესი, თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკით ხდება მავნე და განსაკუთრებით საშიში დაავადებების ბაქტერიებისა და შტამების შესწავლა-ანალიზი. საკვლევი ნიმუშები სპეციალურ ოთახში, სამაცივრო კონტეინერებში მინუს 80 გრადუს ტემპერატურაზე ინახება, რაც გამორიცხავს აღნიშნული ბაქტერიების გარემოში მოხვედრას და გარემოს დაინფიცირებას.

ასევე იხილეთ: რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში