loader

ირაკლი ღარიბაშვილმა ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილებს უმასპინძლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილმა ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილებს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დაღუპულ პოლიციელთა შვილებს საჩუქრები გადასცა. ბავშვებმა "IPhone"-ის მოდელის მობილური ტელეფონები, "IPad"-ის მოდელის პლანშეტური კომპიუტერები და ველოსიპედები მიიღეს.

საზეიმო მიღების შემდეგ, პატარები საპატრულო პოლიციის მანქანებით ქალაქში გაასეირნეს, შემდეგ კი კინოთეატრში წაიყვანეს მულტფილმის სანახავად.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი დაიღუპა.