loader

ბარაკ ობამამ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უარი თქვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარაკ ობამამ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უარი თქვა

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთში "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში გაემგზავრება. ობამა სანკტ-პეტერბურგს სექტემბრის დასაწყისში ესტუმრება. თუმცა, პირად შეხვედრას ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან აღარ გამართავს. თეთრი სახლი ამ გადაწყვეტილებას "რიგ საკითხებში არასაკმარისი პროგრესით" ხსნის. ობამამ ხაზი გაუსვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია "დიდ ოცეულში" მონაწილეობის მიღება და რუსეთთან თანამშრომლობა, მან ასევე, გააკრიტიკა მოსკოვის გადაწყვეტილება, ედვარდ სნოუდენისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის თაობაზე.

euronews.net-ის მიხედვით