loader

ომის გმირის ოჯახში სტუმრობისას პრეზიდენტი ატირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ომის გმირის ოჯახში სტუმრობისას პრეზიდენტი ატირდა

საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ალვანში გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ომის გმირის დედასთან საუბრისას დაღუპული ჯარისკაცის გმირობის მაგალითი გაიხსენა. ემოციური საუბრის დროს პრეზიდენტმა ცრემლები ვერ შეიკავა. მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ანწუხელიძის დედას გმირის გაზრდისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი გმირების თავდადებაზე დგას საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის პატივსაცემად, სოფელში მონუმენტი დაიდგმება. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, გიორგი ანწუხელიძის სახელი ალვანისა და თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭება.

პრეზიდენტმა გიორგი ანწუხელიძის გმირობა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გუშინაც გაიხსენა. მიხეილ სააკაშვილის გვერდზე განთავსდა ვიდეო სახელწოდებით: "საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე - სიმბოლო გაუტეხავი საქართველოსი"