loader

ხუთდღიანი ომის მეხუთე წლისთავი - ვითარება და პერსპექტივები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხუთდღიანი ომის მეხუთე წლისთავი - ვითარება და პერსპექტივები

2008 წლის 8 აგვისტოდან ხუთი წელი შესრულდა. ხუთდღიანი ომის მეხუთე წლისთავს საქართველო ცხინვალის რეგიონიდან კვლავ 30 ათასამდე დევნილით შეხვდა. ოკუპაცია, რომელსაც უკვე მცოცავი უწოდეს, გრძელდება. ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი თანდათან მატულობს.

რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი. დაკარგულად მიიჩნევა 8 ჯარისკაცი. სახლები დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა.

საქართველოს ჯერ ისევ არ მოშუშებია იმ პატარა ომისგან დატოვებული იარები, 2008 წელს მსოფლიო რომ შეძრა.