loader

ის, რაც ომს გადაურჩა - რა წამოიღეს დევნილებმა ნაომარი სოფლებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ის, რაც ომს გადაურჩა - რა წამოიღეს დევნილებმა ნაომარი სოფლებიდან

ფოტოები, ხატები, წნევის საზომი აპარატი - ეს ის ნივთებია, რომელთა წამოღებაც კარალეთის დევნილთა ბანაკში მცხოვრები 400 ოჯახიდან, მხოლოდ რამდენიმემ მოახერხა.

77 წლის მერი ზუბაშვილი ჩამონგრეული სახლის სარდაფში 12 აგვისტომდე იმალებოდა. ცხინვალის რაიონის სოფელ კეხვიდან მეგობართან ერთად გორამდე ფეხით იარა... ალბომებთან ერთად, წამლები და რუსული პასპორტი წამოიღო. ოსების ტყვეობისგან თავის დაღწევა სწორედ ამ პასპორტით შეძლო.

72 წლის ელენე ხადური სულ ბოლოს გამოვიდა სოფლიდან. მას ოსმა მებრძოლებმა ავტომატის კონდახით თავი გაუტეხეს და თვალი დაუზიანეს. ნახევრადგადამწვარი სახლიდან ხატების და ორი ფოტოსურათის წამოღება შეძლო. წუხს რომ ქმართან ერთად გადაღებული ფოტო ვერ გამოიტანა...

(რეპორტაჟი მომზადებულია კარალეთის დევნილთა დასახლებაში 2011 წელს "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" მხარდაჭერით)