loader

ჩხუბი ვაკეში - რესტორანი "ლოფტი" დალეწილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩხუბი ვაკეში - რესტორანი "ლოფტი" დალეწილია

ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ლოფტში" წუხელ ჩხუბი მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ფიზიკურ შეხლა-შემოხლას სროლაც მოჰყვა. თუმცა, "ლოფტის" პერსონალი სროლის ფაქტს არ ადასტურებს. ჩხუბის შედეგად დამტვრეულია რესტორნის შუშის კარი, ჭურჭელი, მაგიდები, სკამები, დაზიანებულია ინტერიერი. რესტორნის თანამშრომლები მომხდარს დეტალურად არ ყვებიან, თუმცა აცხადებენ, რომ ღამით სტუმრებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა, რაშიც რესტორნის დაცვა ჩაერია. დაცვის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, კერძოდ გატეხილი აქვს თავი და სახეზე სილურჯეები აქვს.

რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო უკვე დააკავეს ხუთი პირი. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე