loader

"დროა მიწაზე დაეშვა, ხალხის თავზე ...მას შეეშვა" - "წითელი ბარათების" აქცია პროკურატურასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დროა მიწაზე დაეშვა, ხალხის თავზე ...მას შეეშვა" - "წითელი ბარათების" აქცია პროკურატურასთან

მთავარ პროკურატურასთან, მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. "წითელი ბარათი კუბლაშვილ-კბილაშვილის" - აქციის ორგანიზატორები პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", "წინააღმდეგობის მოძრაობა" და მედიაკავშირი "ობიექტივი" იყვნენ.

აქციის ორგანიზატორებმა კონკრეტული მოთხოვნები გააჟღერეს. კერძოდ, როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, თანამდებობა უნდა დატოვონ არჩილ კბილაშვილმა და კონსტანტინე კუბლაშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, უნდა გასამართლდეს "ნაციონალური მოძრაობა" და დაისაჯოს ყველა ყოფილი მაღალჩინოსანი, ვისაც დანაშაული მიუღძვის.

აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა, მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურატურის შენობასთან სოსო რობაქიძე გამოჩნდა. მან აქცია გააპროტესტა, რადგან მიიჩნევს, რომ აქცია არა პროკურატურასთან არამედ სასამართლოსთან უნდა გამართულიყო.