loader

შინდისის 17 გმირი - აგვისტოს ომში დაღუპულებს სიმბოლურ მემორიალთან გლოვობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შინდისის 17 გმირი - აგვისტოს ომში დაღუპულებს სიმბოლურ მემორიალთან გლოვობენ

შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 11 აგვისტოს სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული. ბრძოლა საათზე დიდხანს გაგრძელდა. ქართველი ჯარისკაცები სადგურში მდებარე შენობებს აფარებდენ თავს, რისი მიმართულებითაც რუსები თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდანაც.

ქართველმა ჯარისკაცებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გაწიეს და გმირულად დაიღუპნენ. იმ ადგილას, სადაც 17 ქართველი ჯარისკაცი რუსულ ოკუპაციას შეეწირა დღეს პატარა სიმბოლური მემორიალია მოწყობილი, ყოველი წლის 11 აგვისტოს მათი ნათესავები, ადგილობრივი მცხოვრებნი და უბრალო მოქალაქეები მიდიან და პატივს მიაგებენ დაღუპულ გმირებს. დაღუპულთა ახლობლები ხელისუფლებას სთხოვენ ტაძრის აგებას და მემორიალის დადგმას.