loader

ირაკლი ალასანია და გიორგი მარგველაშვილი შინდისის გმირთა მემორიალთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანია და გიორგი მარგველაშვილი შინდისის გმირთა მემორიალთან

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ და კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს შინდისში აგვისტოს ომის დროს დაღუპულ სამხედროთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ისინი სიმბოლურ მემორიალთან შეკრებილ შინდისის ბრძოლის მონაწილეთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს შეხვდნენ. დაღუპულ ქართველ სამხედროთა ოჯახის წევრებმა მათ ახალი მემორიალისა და ტაძრის შენებლობაში დახმარება სთხოვეს. როგორც თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ მათთან საუბრისას განაცხადა, ამ საკითხზე მუშაობას სამინისტრო უახლოეს დღეებში დაიწყებს.

დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრებს ასევე გაესაუბრა პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი. მისი თქმით, დღეს ქართველი ხალხისთვის არის როგორც გლოვის, ასევე საამაყო დღე, რადგან ქართველ ხალხს ასეთი გმირები ჰყავდა.

აგვისტოს ომის დროს, შინდისის ბრძოლის სახელით ცნობილი შეტაკებისას ორი ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის 17 მებრძოლი დაიღუპა.