loader

პრეზიდენტმა "ცხრა მთა გადაიარა" - 42 კილომეტრი ლაშქრობაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტმა "ცხრა მთა გადაიარა" - 42 კილომეტრი ლაშქრობაში

საქართველოს პრეზიდენტმა "მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის" წარმომადგენლებთან ერთად ორი დღის განმავლობაში ტობავარჩხილის ტბამდე 42 კილომეტრი ფეხით იარა. მიხეილ სააკაშვილმა მოლაშქრეებთან ერთად ღამე ზღვის დონიდან 3 ათას მეტრზე, კარავში გაათენა.

პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე 18-წუთიანი ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ასახულია ქვეყნის პირველი პირის ორდღიანი ლაშქრობის კადრები. ვიდეოს მუსიკალური გაფორმება პარლამენტარ გოგა ხაჩიძეს ეკუთვნის, რომელიც თან ახლდა პრეზიდენტს მოგზაურობაში. ერთ-ერთ კადრში, ეგრისის ქედის ულამაზესი ხედის ფონზე, პრეზიდენტი და პარლამენტარი სხედან. გოგა ხაჩიძე ჰენდდრამზე უკრავს. "გახსოვს ფილმი "ვერცხლის ტბის საგანძური" ჩვენს ბავშვობაში? მგონი, ეს ტბა არის საგანძური" - ეუბნება სააკაშვილი ხაჩიძეს.

მთის წვერზე, ერთ-ერთი ქოხის კედელზე, ქვეყნის პირველმა პირველმა საკუთარი სახელი მიაწერა: "ერთი მიშა დაემატა" - აღნიშნა სააკაშვილმა. იქვე, პრეზიდენტმა მოლაშქრეთა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად საჭმელიც მოამზადა. "აღტყინების დღე იყო ჩემთვის. ამას ჰქვია ცხრა მთა გადავიარეთ. საოცრებაა სამეგრელო!" - ამბობს პრეზიდენტი.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად