loader

ბიძინა ივანიშვილს პატარძლისთვის ნაჩუქარი ბრილიანტის ბეჭდის გამო უჩივიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილს პატარძლისთვის ნაჩუქარი ბრილიანტის ბეჭდის გამო უჩივიან

11 აგვისტოს, პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აჭარაში "შუამთობა 2013"-ს დაესწრო. სახალხო ზეიმზე პრემიერმა ახლად დაქორწინებულ გუნდალაძეების ოჯახს საჩუქრად ბრილიანტის ბეჭედი გადასცა.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ამომრჩევლისათვის საჩუქრის გადაცემის ფაქტი, შესაძლოა, შეიცავდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც დამოკიდებულია მის ღირებულებაზე. თუ პრემიერის მიერ გადაცემული საჩუქრის ღირებულება აღემატება 100 ლარს, მისი ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს.

კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის თანახმად, "საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ამომრჩევლისათვის ქონების გადაცემა ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით".

"ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის სამართალდარღვევა უნდა დაადასტუროს სასამართლომ. მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე სამართლებრივი რეაგირება", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე