loader

რუსმა ექიმმა პაციენტის მუცლიდან ჰეროინი მოიპარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსმა ექიმმა პაციენტის მუცლიდან ჰეროინი მოიპარა

რუსეთში, კრასნოიარის მხარეში, ექიმმა ნარკოკურიერის მუცლიდან ჰეროინის ამოღებისას ნარკოტიკის ნაწილის მითვისება სცადა.

ნარკოკურიერის მუცლიდან ჰეროინის კონტეინერის ამოსაღებად ოპერაციას ქალაქ ბოგოტოლის კლინიკის ქირურგი ატარებდა. ოპერაციის შემდეგ პოლიციელებმა შენიშნეს, რომ ჰეროინს რამდენიმე გრამი აკლდა.

ნარკოტიკის მითვისებაში ქირურგი ამხილეს. ჩხრეკისას მას ტანსაცმელში დამალული 5 გრამი ჰეროინი უპოვეს. ამასთან, დაკავების მომენტში ქირურგი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე