loader

ბათუმში თვითმარქვია მღვდელმა და მოქალაქემ ერთმანეთს აფურთხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში თვითმარქვია მღვდელმა და მოქალაქემ ერთმანეთს აფურთხეს

12 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესი ინციდენტით დასრულდა. სასამართლო განიხილავს მოქალაქე ლევან კოკორაშვილის სარჩელს გაზეთ "აჭარა P.S."-ის წინააღმდეგ. როგორც გაზეთის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, კოკორაშვილი "თვითმარქვია ბერია", რომელმაც "აჭარა P.S."-ს ერთ-ერთი სტატიის გამო უჩივლა.

სტატია 2012 წლის 17 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა, სახელწოდებით "აფერა ანაფორით", რომელშიც იმ დროისათვის თაღლითობის მუხლით საპატიმროში მყოფ კოკორაშვილს დაზარალებული მოქალაქე ნესტან როგავა უპირისპირდებოდა. ამავე სტატიაში მოყვანილი იყო საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ კოკორაშვილი მართლმადიდებელ სასულიერო პირთა დასში არ ირიცხება. კოკორაშვილი მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო, რის შემდეგაც მან "აჭარა P.S."-ის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

12 აგვისტოს პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოს შენობასთან მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნესტან როგავა და ქუჩაში გამვლელი მოქალაქეები სასულიერო პირს "თვითმარქვიად" და "ანტიქრისტედ" მოიხსენიებდნენ.

იხილეთ adjaraps.com-ზე: თაღლითობისთვის ნასამართლევი თვითმარქვია ბერი აჭარა P.S.-ის წინააღმდეგ