loader

პატრული გიორგი გაბედავას: "მიდი, ჩასვი, 50-ლარიანი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრული გიორგი გაბედავას: "მიდი, ჩასვი, 50-ლარიანი"

ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მომხდარი ინციდენტის შედეგად კიდევ ერთი პირი, გიორგი გაბედავა დააკავეს.

სასამართლოს ეზოში, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ლოზუნგებით შეიკრიბნენ, თითქმის ხუთი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ პროცესის დასრულებას.

მას შემდეგ, რაც ახალაიას პროცესზე დამსწრეები სასამართლოს ეზოში გამოვიდნენ, ეზოში შეკრებილებმა ისინი სასტვენების ხმაზე გააცილეს, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება ახალაიას მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. მოხდა მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც, რის შედეგადაც გიორგი გაბედავა პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

პოლიციის ავტომობილში ჩასმამდე გიორგი გაბედავამ განაცხადა, რომ ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ონიანმა დაარტყა, თუმცა პოლიციელებმა ონიანის ნაცვლად იგი დააკავეს.

ასევე იხილეთ: ახალაიას პროცესი და ინციდენტები სასამართლოს ეზოში - დაკავებულია ორი პირი