loader

ირაკლი ალასანიამ დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიამ დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე მოინახულა. რამაზ დავითაიასთან ირაკლი ალასანია გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა. კაპრალი მკურნალობის კურსს ჰაიდელბერგის კლინიკაში გადის. თავდაცვის მინისტრი დავითაიას ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და საქართველოში მალე დაბრუნება უსურვა.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია ევროპაში ამერიკის სახმელეთო ძალების სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ დონალდ კემპბელს და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა სარდლის მოადილეს, გენერალ რიჩარდ ტრაიონს შეხვდა. მხარეებმა ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მომავალში ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.