loader

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით პატრულირებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით პატრულირებენ

შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 15 აგვისტოდან ბათუმის ბულვარის მთლიან პერიმეტრს 4 ახალი ელექტრომობილი და საპატრულო ეკიპაჟები ემსახურებიან. შსს-ს ინფორმაციით, ელექტრომობილები ბულვარში, 16:00 საათიდან 04:00 საათამდე მოახდენენ პატრულირებას. 

მათივე ცნობით, პოლიციის რებრენდინგის ფარგლებში, აჭარისა და ბათუმის საპატრულო პოლიციის ავტოპარკი "შკოდას" მარკის 21 ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტომანქანით შეივსო. ბათუმის საპატრულო პოლიციას კი გადაეცა 7 ახალი "მინი კუპერის" მარკის საპატრულო ავტომანქანა. ავტოპარკი ასევე შეივსო ელექტროტრანსპორტითაც და მას 4 ერთეული ე.წ. "სეგვეი" დაემატა.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციამ საზღვაო პატრულირებისთვის 1 კატარღა მიიღო.

პატრულ-ინსპექტორებს გადაეცათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.