loader

ერთ დღეში სამი ყაჩაღობის ფაქტზე თბილისში მამაკაცი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთ დღეში სამი ყაჩაღობის ფაქტზე თბილისში მამაკაცი დააკავეს

შსს-ს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ორჯერ ნასამართლევი, 1981 წელს დაბადებული არჩილ შ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 18 აგვისტოს გლდანის მე-3 მიკრორაიონში მდებარე მარკეტში შეიჭრა და გამყიდველს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული მოსთხოვა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებულმა იმავე დღეს თბილისში, დიმიტრი უზნაძისა და წერეთლის გამზირზე მდებარე მარკეტებიდან ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გაიტაცა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად არჩილ შ. თბილისში დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).