loader

"ტაბურეტკა" თავში - უცნაური პაციენტი რუსეთის კლინიკაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტაბურეტკა" თავში - უცნაური პაციენტი რუსეთის კლინიკაში

რუსეთში საოპერაციო მაგიდაზე უცნაური პაციენტი მოხვდა - კრასნოიარსკის კლინიკური საავადმყოფოს ექიმებმა მამაკაცს თავიდან მეტალის ტაბურეტის ფეხი ამოუღეს, რომელიც თავის ქალაში 11 სმ-ით იყო შესული.

ნეიროქირურგებმა სამსაათიანი ოპერაციის შემდეგ მამაკაცს თავიდან მასიური უცხო სხეული ამოუღეს. მიუხედავად ამისა, ოპერაციას გართულებები არ მოჰყოლია. თუმცა ექიმები ვერ აკეთებენ პროგნოზს, როგორ აისახება ტრავმა მამაკაცის ჯანმრთელობაზე მომავალში.

დაშავებული მამკაცი 40-45 წლისაა. როგორც "ინტერფაქსი" წერს, საავადმყოფოში მიყვანისას პაციენტს სიმთვრალის ნიშნები არ ჰქონია.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე