loader

ომში დაღუპული ჯარისკაცის დედა პრეზიდენტთან შეხვედრას 5 წელია ცდილობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ომში დაღუპული ჯარისკაცის დედა პრეზიდენტთან შეხვედრას 5 წელია ცდილობს

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის დედა პრეზიდენტს შეხვედრას სთხოვს. მანანა გელენიძე ამბობს, რომ 5 წელია ცდილობს, ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტთან შესვლის საშვი მოიპოვოს, თუმცა უშედეგოდ.

გელენიძის თქმით, შვილის, გელა ჭედიას დაღუპვის შემდეგ მისი კიდევ ორი ვაჟი თავდაცვის სამინისტროდან უსამართლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მეუღლე ნერვიულობის ნიადაგზე მძიმე სენით დაავადდა. სწორედ ამ თემებზე სურს დაღუპული ჯარისკაცის დედას მიხეილ სააკაშვილთან საუბარი.

ასევე იხილეთ: ომის გმირის ოჯახში სტუმრობისას პრეზიდენტი ატირდა