loader

"სააკაშვილი მიდის, დაწყებული პროექტები ფერხდება" - "ამერიკის ხმა" საქართველოდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სააკაშვილი მიდის, დაწყებული პროექტები ფერხდება" - "ამერიკის ხმა" საქართველოდან

"საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წასასვლელად ემზადება, პროექტები კი ფერხდება", - ამ სათაურით აქვეყნებს "ამერიკის ხმა" ჯეიმს ბრუკის რეპორტაჟს საქართველოზე. როგორც ავტორი აღნიშნავს, ორი წლის წინ, როცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში სასტუმროები გახსნა, ეს საკურორტო ქალაქი შავი ზღვის მარგალიტი უნდა გამხდარიყო, თუმცა საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლების შეცვლის შემდეგ პრეზიდენტის საყვარელი პროექტი "გაიყინა".

როგორც ბრუკი აღნიშნავს, ანაკლიის დაგეგმილი იახტების ნავსადგურები შლამით დაიფარა, ტურისტების სამეთვალყურეო კოშკები არ გაიხსნა, სარეველათია სავსე ადგილი, რომელიც ხელისუფლების მიერ დაფინანსებული კვერცხის ფორმის სასტუმრო უნდა ყოფილიყო. მისივე თქმით, დახურულია "აკვა პარკი", რომელიც ორი წლის პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა.

"გასული წლის ოქტომბერში პრეზიდენტი სააკაშვილი არჩევნებში დამარცხდა. ამ წლის ოქტომბერში კი, ხელისუფლებაში ყოფნიდან თითქმის ათი წლის შემდეგ, თანამდებობას დატოვებს. საქართველოს ახალი პოლიტიკური ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კი პრაგმატული ბიზნმესმენია", - ამბობს ჯეიმს ბრუკი და ბიძინა ივანიშვილის კომენტარს ციტირებს, რომელმაც განაცხადა, რომ ახლანდელი ხელისუფლების პრიორიტეტი ამ სექტორებისა და საზღვრისპირა რეგიონების განვითარებაა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ზედმეტი თანხების ხარჯვისა და უგუნურად დაგეგმვით.

"სანამ ანაკლია ობოლივით მიტოვებულია ახალი ხელისუფლების პირობებში, განათებული, ესპანური დიზაინით აგებული ანაკლიის ხიდი უფუნქციოდ დარჩება", - წერს ჯეიმს ბრუკი.

იხილეთ: როცა აღარ ვიქნები, მინდა, ანაკლიაში მოაფინონ ჩემი ფერფლი - მიხეილ სააკაშვილი

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"