loader

გრანდიოზული აკვა-პარკი თბილისის ზღვაზე - Gino Paradise Tbilisi გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გრანდიოზული აკვა-პარკი თბილისის ზღვაზე - Gino Paradise Tbilisi გაიხსნა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აკვა-პარკი Gino Paradise Tbilisi გაიხსნა. აკვა-პარკი 22 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული. შპს Gino Park-მა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსგან ინვესტირების პირობით გასული წლის ზაფხულში შეიძინა.

ინვესტიციის პირველი ეტაპის საერთო რაოდენობა 25 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტი, რომელიც ევრობანკის მიერ არის დაფინანსებული, რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. მოეწყობა დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრი თავის ზამთრისა და ზაფხულის არეალებით, ასევე, გარე ტოპოგანები, "კამიკაძე", ასევე, საბავშვო და მოზრდილთა აუზები, სარელაქსაციო ჩანჩქერი და ტალღოვანი აუზი, ბარი-აუზი და 25-მეტრიანი ოლიმპიური საცურაო აუზი. ასევე, აქ იქნება ბავშვთა პარკი, ფრენბურთისა და მინი-ფეხბურთის ქვიშის მოედნები, მინიმუმ, 10 ღია და დახურული კაფე; ასევე, რომაული და ფინური საუნები თოვლის ცვენითა და ჯაკუზებით, თურქულ-არაბული თაფლის მასაჟებით, მშრალი და სველი მასაჟებით და ა.შ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას აკვა-პარკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, დღეს გაიხსნა მხოლოდ აკვა-პარკის ნაწილი. აკვა-პარკი სრულად, სავარაუდოდ, ოქტომბერში ამოქმედდება. ამ ეტაპზე მსურველებს შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ 30-35-ლარიანი პაკეტები, ხოლო აკვა-პარკის სრულად გახსნის შემდეგ მისი ღირებულება 12 ლარიდან 100 ლარის ზევით იქნება.