loader

აზერბაიჯანის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზერბაიჯანის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე დააკავეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე სულეიმან ა. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟმა თბილისში, ზემო ფონიჭალის საავტომობილო გზაზე საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევისთვის "ბე–ემ–ვე"-ს მარკის ავტომანქანა გააჩერა. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მგზავრის, სულეიმან ა–ს ქცევა საეჭვოდ მიიჩნიეს და მოქმედი კანონის შესაბამისად, მას ავტომანქანიდან გადმოსვლა სთხოვეს. მისი პირადი ჩხრეკისას "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა, ხოლო ავტომანქანის საბარგულიდან ამავე იარაღის 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 236-ე მუხლის 1–ლი და მე-2 ნაწილებით).