loader

შიშველმა კულტურისტმა ანგელა მერკელის თვითმფრინავის ფრთაზე იცეკვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შიშველმა კულტურისტმა ანგელა მერკელის თვითმფრინავის ფრთაზე იცეკვა

ვიდეოჩანაწერი, რომელიც გერმანელ ჟურნალისტებს ჩაუვარდათ, წლევანდელი ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე კომიკურ ინციდენტად შეაფასეს.

თურქული წარმოშობის 24 წლის კულტურისტმა ვოლკონ ტოდმა როგორღაც გადალახა კიოლნის ეროპორტის ღობე, აძვრა ანგელა მერკელის თვითმფრინავის ფრთაზე და იქ ნახევრადშიშველმა იცეკვა. მან მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ თვითმფრინავის ლუკი ღია იყო და პილოტის კაბინაში ამოყო თავი.

ახალგაზრდა მამაკაცმა ხელი დააჭირა რიგრიგობით ყველა ღილაკს, რომელთაგან ერთ-ერთი იყო "SOS". ამის შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა და მამაკაცი დააპატიმრეს. აღმოჩნდა, რომ კულტურისტი უკვე დიდი ხანია, ფსიქიატრთან აღრიცხვაზე იმყოფება და იმ საღამოს ნარკოტიკებიც ჰქონდა მიღებული. ამჟამად იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობს.