loader

საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ლაშა გ. დააკავეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).