loader

ახალციხეში მართლმადიდებლებმა გზა გადაკეტეს და მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალციხეში მართლმადიდებლებმა გზა გადაკეტეს და მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებენ

ახალციხეში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვით ადიგენისკენ მინარეთის წაღების ხელშეშლას გეგმავენ.

ახალციხის მოსახლეობა სოფელ ჭელაში მინარეთის დაბრუნების შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად სამხარეო პოლიციის შენობასთან დღეს დილიდან შეიკრიბა. მათი განცხადებით, საქართველოში რელიგიური უმცირესობების ინტერესები უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე მართლმადიდებლების.