loader

სალომე ზურაბიშვილს ბაზრობაზე მოხარშული სიმინდით გაუმასპინძლდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე ზურაბიშვილს ბაზრობაზე მოხარშული სიმინდით გაუმასპინძლდნენ

"საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი დილიდან თბილისის ქუჩებში სეირნობს და მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ ინფორმაციებს ისმენს. სალომე ზურაბიშვილი დილიდან სავაჭრო ცენტრ "კიდობანში" იმყოფებოდა და გასაყიდ პროდუქციას ათვალიერებდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ორშაბათს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადს შეიტანს, არჩევნებამდე კი თბილისისა და მისი შემოგარენის ყველა ქუჩას შემოივლის და მოსახლეობას გაესაუბრება.

ბაზრობაზე სალომე ზურაბიშვილს მოხარშული სიმინდით გაუმასპინძლდნენ.
სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში მთაწმინდის პარკში გაისეირნებს.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია