loader

ვენესუელელ პედიატრს ახალშობილის ცემაში ადანაშაულებენ (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვენესუელელ პედიატრს ახალშობილის ცემაში ადანაშაულებენ (+18)

ვენესუელის პოლიცია შოკისმომგვრელ ვიდეოს წარმომავლობას იძიებს, რომელიც Yოუთუბე-ზე ერთ-ერთმა ინტერნეტ მომხმარებელმა განათავსა. ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ უხეშობს ერთ-ერთი ჯანდაცვის მუშაკი ბავშვის გასინჯვის დროს.

პედიატრის მიერ ბავშვის არატრადიციული მეთოდით გასინჯვამ არა მარტო ინტერნეტმომხმარებლები გააოცა, არამედ ექიმის კოლეგებიც. ვენესუელის მოსახლეობა აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საავადმყოფოს თანამშრომელი ბავშვს ისე ექცევა, თითქოს ის თოჯინა იყოს. ასევე შოკისმომგვრელად ჩათვალეს ის ფაქტი, რომ პატარას დედა იქვე იდგა და პროცესს ჩუმად ადევნებდა თვალყურს. სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ვიდეო უამრავმა ადამიანმა ნახა. ფაქტის განხილვა ასევე მთავარი თემა გახდა სამედიცინო ფორუმებზე.