loader

ბათუმში მემედ აბაშიძის ძეგლს ადგილი კიდევ ერთხელ შეუცვალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში მემედ აბაშიძის ძეგლს ადგილი კიდევ ერთხელ შეუცვალეს

ბათუმობა 2013-ის ღონისძიებების ფარგლებში მემედ აბაშიძის ძეგლს ადგილი შეუცვალეს. მემედ აბაშიძის ძეგლი მისსავე სახელობის ქუჩაზე იდგა, დღეს კი ძეგლი ევროპის მოედანზე ზუსტად იმ ადგილზე განთავსდა, სადაც აბაშიძეების საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა.

როგორც მემედ აბაშიძის შვილიშვილი, ნარგიზა აბაშიძე აცხადებს, აღნიშნულ ადგილზე ძეგლის გადმოტანით მემედ აბაშიძის ღვაწლი კიდევ ერთხელ დაფასდა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით კი, მემედ აბაშიძის დამსახურებაა, რომ აჭარა დღეს საქართველოს შემადგენლობაშია.

მემედ აბაშიძის ძეგლს წლების განმავლობაში სამჯერ შეუცვალეს ადგილი: თავდაპირველად ძეგლი ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან იყო განთავსებული. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა - ის აბაშიძის სახელობის ქუჩაზე გადაიტანეს. მემედ აბაშიძის შვილიშვილი აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ასლან აბაშიძეა.