loader

"პალიტრა TV" განახლებული ეთერით ახალ სატელევიზიო სეზონზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პალიტრა TV" განახლებული ეთერით ახალ სატელევიზიო სეზონზე

უამრავი სიახლე, შეცვლილი სტუდია და ახალი ფორმატი - ეს ყველაფერი "პალიტრა TV"-ის ეთერში ახალ სატელევიზიო სეზონზე გელით. საქართველოს და უცხოეთის მთავარი და აქტუალური თემები, ყველაზე ინტერაქტიული გადაცემა "სოციოგრამა", შინაარსთან ერთად, ვიზუალურადაც საინტერესო გახდა.

განახლებულ სტუდიასთან ერთად, "პალიტრა TV"-ზე ახალი გადაცემებიც გავა. ახალი სეზონიდან საავტორო გადაცემაში "რატომ?" მთავარ შეკითხვას ჟურნალისტი სულხან მელაძე დასვამს. აქტუალური თემები და საინტერესო სტუმრები, ავტორი მაყურებელს გამორჩეულ ანალიტიკურ გადაცემას ჰპირდება.

შინაარსობრივად საინტერესო, პოლიტიკურ-ანალიტიკური, შემეცნებითი და გასართობი გადაცემები, მთავარი პოლიტიკური ფიგურები და აქტუალური თემები, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს და აწუხებს - სექტემბრიდან ამ ყველაფრის ხილვა მაყურებელს განახლებულ "პალიტრა TV"-ზე შეეძლება.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია