loader

აჭარის საგანგებო სამსახურში 30-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარის საგანგებო სამსახურში 30-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში გასული ღამის განმავლობაში 30-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი დარჩიას ინფორმაციით, გამოძახება ძირითადად ავტომობილების და ავეჯის ევაკუაციის საკითხზე იყო. მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე დიდი არხის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასთან. მისივე თქმით, მახვილაურში ერთ-ერთ ოჯახს პირუტყვი მეორე სართულის აივანზე ჰყავდა აყვანილი. დატბორვები, ძირითადად, სანიაღვრე არხების გაჭედვამ გამოიწვია - უხვი ნალექის გამო არხი წყლის გატარებას ვერ აუდიოდა.