loader

"მოდულის" შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს ანადგურებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოდულის" შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს ანადგურებენ

ე.წ. მოდულის შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო და ვიდეოჩანაწერები ნადგურდება. როგორც ფარული ჩანაწერების განადგურების კომისიის წევრმა თამარ ქალდანმა განაცხადა, განადგურდება ისეთი მასალები, რომლებიც არ არის ოპერატიულად ღირებული. ქალდანის ინფორმაციით, 144 ფაილი გადანაწილებულია 110 სიდი-დისკზე. ჩანაწერები შეიცავს 181 საათზე მეტს. მასალები, ძირითადად, ჩაწერილია 2007 წლიდან 2012 წლის ივლისის ჩათვლით.

მასალების განადგურების პროცესს ესწრებიან კომისიის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კომისიის წევრები: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, ქალაქ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახაბერ კახიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, სამუშაო ჯგუფის წევრები და მედიის წარმომადგენლები.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე