loader

ხის ფიცრულში უმძიმეს პირობებში მცხოვრები 7-შვილიანი ოჯახი გასახლების მოლოდინშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხის ფიცრულში უმძიმეს პირობებში მცხოვრები 7-შვილიანი ოჯახი გასახლების მოლოდინშია

ნადარეიშვილის ქუჩაზე მდებარე ხის ფიცრულში ყაზარაშვილების 7-შვილიანი ოჯახი ცხოვრობს. სოციალურად დაუცველ ოჯახს ხელითნაკეთ სახლში უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება.

გარდა იმისა, რომ სახურავიდან წყალი ჩამოდის, ხით და მუყაოთი გაკეთებულ თავშესაფარში არც გათბობა და ელექტროენერგიაა. ოჯახის ერთადერთი ტელევიზორი გამორთულია, მაცივარში კი პროდუქტების ნაცვლად პატარა ლიზის წიგნები და სათამაშოები დევს. სასწავლო წლის დაწყებამდე 8 წლის ლიზი საკუთარ სურვილებს ტელეკამერის წინ ამხელს...

ოჯახში, სადაც ყველა უმუშევარია, ახლახან 8-ათასლარიანი ჯარიმა და გასახლების ფურცელი მივიდა. ნაკვეთს, რომელზეც ყაზარაშვილები ცხოვრობენ, მეპატრონე ითხოვს. მრავალშვილიანმა ოჯახმა ხის ფიცრული სულ მალე უნდა დატოვოს, ყაზარაშვილებს კი წასასვლელი არსად აქვთ. ოჯახი დახმარების და გამოხმაურების მოლოდინშია.

იხილეთ სიუჟეტი ინგლისურად