loader

ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, 1955 წელს დაბადებული მალხაზ მიტიჩაშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მალხაზ მიტიჩაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოქალაქის წარმომადგენელს, სამსახურებრივი მდგომარეობისა და მისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, დაზარალებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამძიმებული სამედიცინო დასკვნის დაჩქარებულ ვადებში გაცემას დაპირდა, რისთვისაც მან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 4 ათასი აშშ დოლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე. გამოძებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.