loader

ვანო მერაბიშვილმა ციხეში 17 კგ დაიკლო - ყოფილი პრემიერი ექიმებმა მოინახულეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვანო მერაბიშვილმა ციხეში 17 კგ დაიკლო - ყოფილი პრემიერი ექიმებმა მოინახულეს

ვანო მერაბიშვილმა დაკავების შემდეგ წონაში 17 კგ დაიკლო და იგი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში დამატებით გამოკვლევებს საჭიროებს, - ამის შესახებ ჯოენის კლინიკის ექიმმა გრიგოლ ხურციძემ განაცხადა, რომელმაც ვანო მერაბიშვილი, ოჯახის თხოვნით, ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა.

მასთან ერთად სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში იმყოფებოდა პატრიარქის პირადი კარდიოლოგი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შალვა პეტრიაშვილი, ასევე, სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარე ნათია ლანდია. ხურციძის ინფორმაციით, მერაბიშვილს წონაში კლებასთან ერთად ხერხემლის პრობლემები, ასევე, გულის არითმია აწუხებს.

სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარის, ნათია ლანდიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილს რამდენიმე დღეში მიეცემა საშუალება, დამატებითი გამოკვლევები სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ჩაიტაროს.

ვანო მერაბიშვილთან ექიმები დაახლოებით ორსაათნახევარი იმყოფებოდნენ. ყოფილ პრემიერთან ექიმები მას შემდეგ შეუშვეს, რაც მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართა თხოვნით, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო სამოქალაქო სექტორის ექიმები შეეშვათ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე