loader

ბიძინა ივანიშვილი ორდღიანი ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი ორდღიანი ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრა

ესტონეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო.  ბიძინა ივანიშვილს ტალინის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ივანიშვილი ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენრიკ ილვესს და ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპს შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრები ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ენე ერგმასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტთან და ესტონეთის ეკონომიკისა და კომუნიკაციების მინისტრ იუჰან პარტსისთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე