loader

ბათუმში ზღვაში დაკარგულ ტურისტს ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში ზღვაში დაკარგულ ტურისტს ეძებენ

ბათუმის აკვაპარკის მოპირდაპირედ, ზღვაში მყვინთავები 28 წლის სომეხი ეროვნების მამაკაცს ეძებენ. 8 სექტემბერს, 18:00 საათის შემდეგ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ზღვაში შესულ რამდენიმე ადამიანს დახმარება ესაჭიროებოდა. მაშველებმა სომხეთის ორი მოქალაქე, ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი ზღვიდან გამოიყვანეს, რომელთაგან ქალბატონმა აღნიშნა, რომ მათთან ერთად ზღვაში მისი მეუღლეც იყოფებოდა.

როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მერაბ ნაკაშიძემ განაცხადა, ძებნა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშველებმა ბადეებიც ჩაუშვეს, თუმცა მამაკაცის ნახვა ამ დრომდე არ ხერხდება.

სომეხი ეროვნების ცოლ-ქმარი და ქმრის ბიძაშვილი ბათუმში დასასვენებლად ოთხი დღის წინ ჩავიდნენ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე