loader

"არ შეიძლება ერთი ამომრჩეველი მეორეს იმიტომ ურტყამდეს, რომ ის სხვას უჭერს მხარს" - თეა წულუკიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ შეიძლება ერთი ამომრჩეველი მეორეს იმიტომ ურტყამდეს, რომ ის სხვას უჭერს მხარს" - თეა წულუკიანი

"არ შეიძლება ერთი ამომრჩეველი მეორეს იმიტომ ურტყამდეს, რომ ის არჩევნებში სხვას უჭერს მხარს", - აღნიშნული განცხადება უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

კომისიამ დღეს წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სხავადასხვა უწყებიდან მიღებული ინფორმაცია მოისმინა. წულუკიანი მიესალმება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც ორ საქმეზე დაიწყო ძიება. ამათგან ერთი ეხება სოფელ საყუნეთში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ქალბატონის ცემის ფაქტს; ასეთივე ფაქტზე კიდევ ერთი საქმე არის აღძრული.

ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომლის შესახებაც ყურადღება კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამახვილდა, თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებია. თეა წულუკიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების გადაყენებისა და ამ მიმართულებით იპმიჩმენტის პროცედურების განხორციელებისგან.

კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციის - "ახალგაზრდა იურისტთა" ასოციაციის წარმომადგენელი კახა კოჟორიძე კი აქცენტს "საზოგადოებრივ მაუწყებელში" განვითარებულ მოვლენებზე აკეთებს და საკითხით სამართალდამცავების დაინტერესების საფუძველს ხედავს.