loader

სამხედრო გაწვევის სამსახურის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამხედრო გაწვევის სამსახურის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქობულეთის რაიონის მუნიციპალიტეტის სამხედრო გაწვევის, აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი, 1956 წელს დაბადებული ლევან სურმანიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან სურმანიძემ, მასზე კანონით მინიჭებული უფლებამოსილების დარღვევით და პირადი გამორჩენის მოტივით, ამავე რაიონში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეს, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გადავადების სანაცვლოდ მოსთხოვა და ქრთამის სახით გამოართვა 200 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე. გამოძებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.