loader

რას ასახელებს ექიმი ვანო მერაბიშვილის წონის კლების მიზეზად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ასახელებს ექიმი ვანო მერაბიშვილის წონის კლების მიზეზად

ჯოენის კლინიკის ექიმის, გრიგოლ ხურციძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს დამატებითი კვლევების ჩატარება სჭირდება. მისივე თქმით, მერაბიშვილს დამატებით სჭირდება მაგნიტორეზონანსული გამოკვლევის ჩატარება ხერხემლის გამოსაკვლევად, რადგან მას აღენიშნება კისრის არეში ტკივილი და პაციენტს ბავშვობიდან აწუხებს სქოლიოზი. ხურციძის ინფორმაციით, წონის კლების გამო აუცილებელია კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება მუცლის ღრუს არეში და დამატებითი ტესტი.

ხურციძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ვერ დააკონკრეტა, თუ როდის ჩაუტარდება მერაბიშვილს აღნიშნული გამოკვლევები. ამასთან, ხურციძემ დასძინა, რომ წონის მასშტაბური კლება სამი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. კერძოდ, ქრონიკული ინფექციებით, მაგალითად - ტუბერკულოზით, ასევე, სიმსივნური დაავადებებით ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიით. 

პრესკონფერენციაზე ხურციძემ დასძინა, რომ ვანო მერაბიშვილის ოჯახის თხოვნით საპატიმროში იმყოფებოდა. მასთან ერთად იყო ორი ექიმი, ასევე, კარდიოლოგი. ექიმებმა პაციენტი ადგილზე გასინჯეს და შედგა კონსილიუმი. მერაბიშვილს აღმოაჩნდა იშვიათი ტიპის არითმია, ხერხემლის პრობლემა.

როგორც ვანო მერაბიშვილის ახლობლები აცხადებენ, ყოფილმა პრემიერმა 22 კილოგრამი დაიკლო.

იხილეთ ვიდეოს ინგლისურენოვანი ვერსია