loader

დეპუტატმა პარლამენტში კოლეგას ცეცხლი გაუხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეპუტატმა პარლამენტში კოლეგას ცეცხლი გაუხსნა

იორდანიის პარლამენტში დეპუტატმა ცეცხლი გახსნა. ტალალ ალ შარიფმა მწვავე კამათის შემდეგ ოპონენტ პარლამენტარს კალაშნიკოვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა დაცვამ შეამჩნია მისი ქცევა, იარაღზე ხელი აუკრა და ტყვია ჭერს მოხვდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დეპუტატები შეშფოთებულები არიან კოლეგის საქციელის გამო. მათი ნაწილი მოძალადე პარლამენტარის დასჯას და მის საკანონმდებლო ორგანოდან გარიცხვას მოითხოვს.

იორდანიაში პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ეს პირველი დაპირისპირების ფაქტი არ არის. 2012 წელს, სატელევიზიო დებატების დროს, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა კოლეგას პირდაპირ ეთერში ესროლა.


იხილეთ ვიდეო ინგლისურად

ასევე იხილეთ: სატელევიზიო დებატებისას იორდანელმა პარლამენტარმა ოპონენტს იარაღი დაუმიზნა