loader

"ვანო მოიყვანეს, ბიძინა" - გოგა ხაჩიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან ვიდეოს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვანო მოიყვანეს, ბიძინა" - გოგა ხაჩიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან ვიდეოს ავრცელებს

ყოფილი პრემიერი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომას დაესწრება. სასამართლოს შენობაში ვანო მერაბიშვილი ბადრაგის თანხლებით მიიყვანეს. ამ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას პარლამენტის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.

ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის სასასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათისთვის დაიწყება.
მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმე წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ "დასაქმების პროგრამას" უკავშირდება.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. გამოძიება მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს. აღნიშნული მუხლებით მათ ბრალი ედებათ მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

ასევე იხილეთ: ქუთაისის სასამართლოსთან შეკრებილებმა ვანო მერაბიშვილი ტაშით გაამხნევეს