loader

18 წლის დაუმარხავი მიცვალებულის ოჯახი ჟურნალისტს ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

18 წლის დაუმარხავი მიცვალებულის ოჯახი ჟურნალისტს ემუქრება

"სოფელ ბაშში დედა 18 წლის წინ გარდაცვლილი შვილის ცხედარს უვლის" - ამ სახელწოდებით "პალიტრა ტვ"-ზე 5 სექტემბერს სიუჟეტი გამოქვეყნდა. 22 წლის ასაკში გარდაცვლილი ჯონი ბაკარაძის ოჯახში გადაღებულ ვიდეომასალას დიდი გამოხმაურება და ოჯახის უკმაყოფილება მოჰყვა. ვიდეოს ავტორი მაკა ქობალია სამეგრელოში მეგრულ საფლავებზე რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩავიდა.

"პალიტრა ტვ"-ზე სიუჟეტის გასვლის შემდეგ ოჯახის მწვავე რეაქცია ჟურნალისტისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მაკა ქობალიას თქმით, ის საფლავს ციფრული კამერით იღებდა და ეს ოჯახმაც იცოდა. ჟურნალისტი ბაკარაძეების მხრიდან მუქარაზე და შეურაცხმყოფელ ზარებზე საუბრობს, რასაც სატელეფონო ჩანაწერით ადასტურებს.

მაკა ქობალიამ თავდაცვის მიზნით შესაბამის ორგანოებს უკვე მიმართა და მათი რეაგირების იმედი აქვს.