loader

მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია ქუთაისის სასამართლოსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია ქუთაისის სასამართლოსთან

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციას ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები მართავენ. ისინი ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნას აპროტესტებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა კობა ხაბაზმა განაცხადა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ახალგაზრდები და ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რათა გააპროტესტონ ის პოლიტიკური დევნა, რომელიც ვანო მერაბიშვილის მიმართ ხორციელდება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. არსებული ინფორმაციით, პოლიციელების მობილიზება თბილისიდანაც მოხდა.