loader

ცრუ განგაში "იმედში" - ტელეკომპანიაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცრუ განგაში "იმედში" - ტელეკომპანიაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

ტელეკომპანია "იმედის" შენობის შემოწმება დასრულდა და სავარაუდოდ, იქ არაფერი აღმოჩენილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ბაია ცანავამ განაცხადა.

ტელეკომპანიაში ევაკუაცია დაახლოებით დღის 14:00 საათზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც ნაღმის არსებობის შესახებ ანონიმური ზარი 112-ში შევიდა. შეგახსენებთ, რომ დღეს ევაკუაცია გამოცხადდა "რუსთავი 2"-შიც, თუმცა იქ ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

ცოტა ხნის წინ შს სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, "რუსთავი 2"-სა და"იმედში" ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ორივე ავტორი დაკავებულია.