loader

"იმედში" ნაღმის არსებობის შესახებ 112-ში არასრულწლოვნებმა დარეკეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმედში" ნაღმის არსებობის შესახებ 112-ში არასრულწლოვნებმა დარეკეს

ტელეკომპანია "იმედში" ნაღმის არსებობის შესახებ ორივე ზარის ავტორები არასრულწლოვნები არიან. ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ 13:35 საათზე განხორციელებული ზარის ავტორი მარტვილის რაიონში მცხოვრები, 1998 წელს დაბადებული ანდრია კ-ა. ის სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. გამოძიება სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

რაც შეეხება 17:03 საათზე განხორციელებული ზარის ავტორს, ის თერჯოლის რაიონში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნიკოლოზ ა-ა. მოზარდი თერჯოლის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მშობლებთან ერთად დაიკითხა, რის შემდეგაც მან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად