loader

აეროპორტში ღამით ევაკუაცია განხორციელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აეროპორტში ღამით ევაკუაცია განხორციელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება 12 სექტემბერს, ღამით შევიდა. 112-ის ოპერატორს მოქალაქემ აეროპორტის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გამნაღმველები და კინოლოგები აეროპორტში შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოახდინეს. გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ გამოძახება ცრუ იყო - შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა.

სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაარკვიეს, რომ ზარის განმხორციელებელი სამტრედიაში მცხოვრები, 2001 წელს დაბადებული გიორგი შ-ა.

მოზარდი სამტრედიის რაიონულ სამმართველოში მშობლებთან ერთად დაიკითხა, რის შემდეგაც მან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.