loader

აეროპორტთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინების ავტორი 12 წლის ბიჭია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აეროპორტთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინების ავტორი 12 წლის ბიჭია

ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 12 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ განხორციელებული ზარის ავტორის ვინაობა რამდენიმე საათში დაადგინეს.

სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაარკვიეს, რომ ზარის განმხორციელებელი სამტრედიაში მცხოვრები, 2001 წელს დაბადებული გიორგი შ-ა.

მოზარდი სამტრედიის რაიონულ სამმართველოში მშობლებთან ერთად დაიკითხა, რის შემდეგაც მან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.